ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 37 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
10 სექტემბერი, 2018

კახეთში 23 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საფერავი - 14 ათას ტონაზე მეტი, რქაწითელი - 5 ათას ტონას აღემატება, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამ დროისთვის წლევანდელ რთველზე, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 37 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. 

„რამდენიმე საწარმომ, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას,“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.