იმერეთში, სასტუმრო „შატო ვარციხე“ „მგზავრები ჯგუფმა“ დაახლოებით ნახევარი წელია გახსნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტმა გაამართლა და ობიექტი საკმაოდ პოპულარულია ადგილობრივ ტურისტებში.
„მგზავრები ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის მადლენა მანუსაჩიანის განმარტებით, ამჟამად კომპლექსი მოიცავს 7 კოტეჯს და ვენახს. სამომავლოდ კი დაგეგმილია დამატებით 10 კოტეჯის ამოქმედება.
“წელს ზაფხულს პირველი სეზონი გვქონდა და საკმაოდ კარგად იმუშავა. შაბათ-კვირას 100%-იანი დატვირთვა გვქონდა, შუა კვირაში საშუალო დატვრითულობა 60-70%-ს შეადგენდა,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.
მანუსაჩიანის განცხადებით, პროექტში 5 მილიონი ლარი ჩაიდო.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.
კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
"მგზავრებს" განახორციელებული აქვს 11 პროექტი ბაკურიანში; 4 პროექტი ბათუმის სანაპიროზე (გონიო); 1 პროექტი გუდაურში; 2 პროექტი ბათუმში.
business-partner.ge