ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო პროცედურები ინდოეთთან - ლევან დავითაშვილი
24 ოქტომბერი, 2023

მიდის ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო პროცედურები ინდოეთთან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით რომ მოხდა ელექტრონული პლატფორმის ჩამოყალიბება, თუმცა ეს საკმარისი არაა და ამიტომ ჩამოყალიბდა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი,  ვმუშაობთ სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან, რომ  სავიზო პროცედურები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული პოტენციური ტურისტებისთვის ინდოეთიდან. ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ ინდოეთი საინტერესო ტურისტული ბაზარია და ამიტომაც ვიმუშავეთ „ინდიგოსთან“ და გაჩნდა პირდაპირი ფრენები ინდოეთთან.

ინდოეთიც და ჩინეთიც ორივე ძალიან საინტერესო მიმართულებაა და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ განვავითაროთ ეს ბაზრები. ჩავთვალოთ, რომ ჯერ საწყის ეტაპზეა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ორივე ბაზარს. ტრადიციულ ბაზრებზეც მეტი აქტივობა მოგვიწევს რომ გავანეიტრალოთ ის ეფექტი რაც ისრაელთან დაკავშირებით იყო, “- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.