ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მიმდინარე წლის ბოლომდე, ქუთაისის აეროპორტი 1.600 მლნ მგზავრს მოემსახურება"
05 დეკემბერი, 2023

"მიმდინარე წელი ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიულია, რადგან 2023 წელს უკვე 1 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ 1.600 მლნ მგზავრს მოემსახურება,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჯამში უკვე 5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ამასთან, აეროპორტში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ავიაკომპანია Wizz Air-ი სტაბილურადაა წარმოდგენილი და უახლოეს მომავალში მათთან თანამშრომლობის მეტად გაფართოება იგეგმება.

"Wizz Air-სგან მე-4-ე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს 16 დეკემბერს მივიღებთ. ასევე ქუთაისის აეროპორტში სტამბოლის მიმართულება დავაბრუნეთ, რომელსაც ავიაკომპანია "პეგასუსი" კვირაში სამი სიხშირით განახორციელებს, თუმცა ამბიცია გვაქვს, რომ ფრენა ამ მიმართულებით ყოველდღიური გახდეს,"- აცხადებს ქარქაშაძე.

რაც შეეხება მესტიის აეროპორტს, უახლოეს მომავალში იგეგმება  შიდა ფრენებისთვის ტენდერის გამოცხადება, რომელიც მესტიის სხვა ქალაქებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. ამასთან, საუბარია ახალ მიმართულებებზეც, რომელიც ქარქაშაძის ცნობით, ტენდერის გამოცხადებისას გაჟღერდება.

გარდა ამისა, მესტიაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელიც ტექნიკური ობიექტების მშენებლობას გულისხმობს.ქარქაშაძე ვარაუდობს, რომ 2024 წელი დატვირთული იქნება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.