ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიმდინარეობს covid-სასტუმროების მობილიზაცია - თამარ გაბუნია
22 ივლისი, 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით,  კოვიდ-პაციენტების თვის სასტუმროების მობილიზება მიმდინარეობს.

მან მედიასთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და თქვა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ისე როგორც - გარდაცვალების, რის გამოც მობილიზებული საწოლების რაოდენობა 6000-მდე გაზარდეს.

„კოვიდის მართვაში ჩაერთო ის კლინიკები, რომლებიც ბოლო დროს ამ პროცესში აღარ მონაწილეობდნენ, რადგან შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე ბავშვთა საწოლების მობილიზება მოხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კოვიდ-სასტუმროების მობილიზებაც განხორციელდა და საკითხზე კონსულტაცია კვლავ გრძელდება.

"გვაქვს ბევრი მსუბუქი შემთხვევა, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. დღეს მობილიზებულ სასტუმროებს 2 დაემატა და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი, რადგან სრულიად გაუმართლებელია, რომ მსუბუქი, უსიმპტომო პაციენტების გადაყვანა მოხდეს კლინიკებში. ამის საშუალებას არც ჰოსპიტალური სექტორი იძლევა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: გუშინ ინფიცირების მაჩვენებელი 2600-ზე მეტი იყო, ხოლო დღეს 2400 შემთხვევა გამოვლინდა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.