ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მინისტრი: აჭარაში სპორტულ ტურიზმს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს
22 ოქტომბერი, 2018

აჭარაში სპორტულ ტურიზმს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ ძალიან აქტიურად ვიწყებთ ამ სფეროს განვითარებას, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ..

მინისტრმა დაასახელა ის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება, მათ შორის კი 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4 კატეგორიის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი, ასევე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, სადაც აჭარაში მოქმედი თითქმის ყველა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება, გარდა ამისა ინტენსიურად მიმდინარეობს 16 000 კვ. მეტრ ფართობზე ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობა.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აჭარაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. პარალელურად კი ჩვენი მიზანია ეს სფერო ფინანსურად მომგებიანი გახდეს და ეკონომიკური სარგებელი მისცეს რეგიონს.

აჭარაში არსებული შესანიშნავი ეკო სისტემა და მიმდინარე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები სპორტული ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ რესურსს“ - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მინისტრი სპორტულ საზოგადოებას აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების ხედვაზე, პერსპექტივებზე და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე ესაუბრა.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.