გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოდან გასული ყველა ღვინო ორგანულეპტიკურად მოწმდება.
როგორც ლევან დავითაშვილმა გაცემა "საქმიან დილაში“ განაცხადა, ექსპორტზე მაღალი ხარისხის პროდუქციის გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილება კერძო სექტორის მოთხოვნით იქნა მიღებული.
მინისტრმა განმარტა, რომ ღვინის უვნებლობაზე პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობის სააგენტოა, თუმცა დაცული ადგილწარმოშობის ღვინოების კონტროლზე, ორგანულეპტიკაზე ანუ ხარისხობრივი პარამეტრები, შესაძლოა კერძო სექტორმა შეაჯეროს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ თითქმის არ არსებობს ქვეყანა, რომელიცითხოვდეს ორგანულეპტიკაზე და გემოვნურ თვისებებზე ყველა საექსპორტო ღვინის უპირობო შემოწმებას.
„იმისთვის, რომ საქართველოდან გასული ღვინო იყოს ხარისხიანი, კარგი რეპუტაცია ჰქონდეს და მაღალ ფასად გაიყიდოს, საქართველოდან ეს ასე ხდება. ეს იყო კერძო სექტორის მოთხოვნა, სახელმწიფომ კანონმდებლობაში ასახა და ვასრულებთ ამას," - განაცხადა დავითაშვილმა.
www.travelingeorgia.ge