მირზა შაფის სკანდალურად ცნობილი პროექტის მართვაში შესვლით Radisson Collection-ი და Marriott-ის ბრენდი Ritz-Carlton-ი დაინტერესდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებები.
ასევე აქტიურად განიხილება მირზა შაფის პროექტის გასხვისებაც.
შეგახსენებთ, მირზა შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.
პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდებული იყო. პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.
business-partner.ge