ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მირზა-შაფის პროექტის ირგვლივ ფინანსების მობილიზება ხდება
19 მარტი, 2019

მირზა–შაფის პროექტის მშენებლობა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება. ამისშესახებ პროექტის ინვესტორი, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-სდამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ „კომერსანტს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს  ერთ-ერთ ინვესტორთან თანხების გამოყოფის შესახებ კონსულტაციები.

გიორგი სვანიძე   არ ასახელებს შესაძლო ინვესტორის ვინაობას, თუმცა, აცხადებს, რომ ეს იქნება უცხოური კაპიტალი  და პროექტში წილობრივი ფორმით შევა. კომპანიამ თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო.

როგორც დაანონსებული იყო, მირზა-შაფის პროექტის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ფინანსების არარსებობის გამო, დროში  გაჭიანურდა.

CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი 2016 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ პარტნიორებთან ერთად „მირზა შაფის პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან„ სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.

პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.