ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მირზა შაფის პროექტს მოედანი და ჩანჩქერი დაემატა
04 აგვისტო, 2017

მირზა შაფის პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროექტი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მისი პირველი ფაზა მერიასთან უკვე შეთანხმებულია, მეორეს დიზაინზე მუშაობა კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ის დედაქალაქის მთავრობას სექტემბერში წარედგინება. სვანიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პროექტის ორივე ფაზა დამტკიცდება სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 

ამასთან, გიორგი სვანიძე ამბობს, რომ პროექტი პირველად ვარიანტთან შედარებით, თითქმის სრულად შეცვლილია, შემცირებულია მისი მასშტაბიც. ახლანდელ პროექტს დაემატა ე.წ. პიაცა და ჩანჩქერი, რომელიც ორად ყოფს შენობას. 

გიორგი სვანიძის განცხადებით, ადგილზე განთავსდება, როგორც საცხოვრებელი შენობები, ასევე სასტუმრო. სასტუმროს ბრენდზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ 8 წლის განმავლობაში „მირზა შაფის“ მშენებლობის დაწყება არაერთხელ გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ პროექტი ძველ თბილისში უნდა განხორციელდეს, სფეროს სპეციალისტებს კი არაერთი შენიშვნა ჰქონდათ პროექტის არქიტექტურასთან დაკავშირებით.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.