ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მირზა შაფის ქუჩაზე, სასტუმროს კორექტირებულ ესკიზს დედაქალაქის მთავრობამ უარი მეოთხედ უთხრა
15 მარტი, 2021

ებრაული ინვესტიციით თბილისის ისტორიულ უბანში 62 ნომრიანი სასტუმრო შენდება. პროექტს საქართველოში მოქმედი საინვესტიციო კომპანია „ემ. სი. აი. პროჯექტი“ ახორციელებს.

როგორც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, კომპანიის დირექტორები საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და მომღერალი ია ჩანტლაძე არიან.

მშენებლობის ნებართვა კომპანიამ პირველად 2020 წელს მიიღო, ამავე წელსვე შეთანხმდა ესკიზიც. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს მშენებლობა დიდი ხსნის დაწყებულია, ინვესტორებმა პროექტის კორექტირება მოითხოვეს.

მირზა შაფის ქუჩაზე, სასტუმროს კორექტირებულ ესკიზს დედაქალაქის მთავრობამ უარი მეოთხედ უთხრა. ახალი პროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

1. საპროექტო ტერიტორიის ფართობი ნაცვლად 1628 კვ. მ,  არის 2527 კვ. მ .

2. არსებულ ორ ნაგებობას აღმოსავლეთ ნაწილში ემატება მესამე ნაგებობა.

3. ერთიანდება საკუთრებაში არსებული ყველა საკადასტრო ერთეული.

4. გაერთიანებული პროექტი შედგენილია 41-ე დადგენილების მოთხოვნების მიხედვით.

თბილისის მერიის გადაწყვეტილება არქიტექტურის ვებ-გვერდზე რვა მარტს გამოქვეყნდა:

„უარი ეთქვას ქ. თბილისში, ბააზოვის ქ. N19; შუშინის ქ. N19-ის მიმდებარე ტერიტორია. მირზა შაფის ქ. N12ა; მირზა შაფის ქ. N12ა-ს მიმდებარედ. მირზა შაფის ქუჩაზე სასტუმროს კორექტირებული ესკიზის წინასწარ შეთანხმების საკითხს“, - ნათქვამია ბრძანებაში.

დედაქალაქის უარის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ემ. სი. აი. პროჯექტი“ უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის „The Registry Collection“- ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტში 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი, ოფიციალური დოკუმენტებით თბილისის ძველ უბანში სასტუმროს მშენებლობა  წელიწად-ნახევარში დასრულდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.