ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.
„სიმბოლურია, რომ დღეს, მერის პოზიციიდან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას ვიწყებ ჯრუჭის მონასტრიდან. აღდგენითი სამუშაო 2018 წელს დაიწყო. წელს, სხვა სამუშაოებთან ერთად, ცენტრალური კამარის მოწყობა მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ ტაძარი საარქივო მასალის მიხედვით აღდგება. ჯრუჭის მონასტრის აღდგენა, ტურისტული თვალსაზრისიდაც მეტად მნიშვნელოვანია. ახლახან გახსნილი საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მონასტრის მიმდებარედ არის, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული ნაკადების მოდინებას ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩემი სურვილია, კულტურულმა ძეგლმა ისევ დაიბრუნოს ის ძველი დიდება, რომელიც საუკუნეების წინ ჰქონდა“, - ლევან ივანაშვილი.
მონასტერი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა.