მთაწმინდის პარკი 80 წლის ხდება! 24 ივლისს იუბილეზე მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია დაბადების დღეზე გეპატიჟებათ და მხიარულებას გპირდებათ.
პარკში მხიარული და საზეიმო განწყობა დილიდან დაგხვდებათ.
იუბილესთან დაკავშირებით 11:30-დან 15:00 საათამდე პარკი სტუმრებს სთავაზობს გრანდიოზულ, 50%-იან ფასდაკლებას მთაწმინდის პარკის ყველა ატრაქციონზე.
დღის განმავლობაში ჩატარდება გასართობი ღონისძიებები მთავარ მოედანზე.
შეუერთდით სხვებს და მიულოცეთ! დედაქალაქის მთავარ პარკს იუბილე აქვს.
www.travelingeorgia.ge