ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
12 აპრილი, 2021

“ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ფრანჩიზული რესტორანი გახსნილია სხვა ქვეყნებში და ტურისტებს აქტიურად მასპინძლობენ.

“არც ვიცი დეტალურად შეზღუდვების შესახებ, რადგან ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. თბილისში ბევრი ახალი კორონავირუსის შემთხვევაა და ჯერ ველოდებით სიტუაციის ნორმალიზება. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა საქართველოშ “ვახშამი ცაში” და გასვლას არ ვაპირებთ. დუბაიში ახლა ყველაზე კარგი სიტუაცია გვაქვს და ბევრი ტურისტი სტუმრობს რესტორანს.


პანდემია ყველაფერზე ახდენს გავლენას, ამიტომ მოსალოდნელი იყო ფინანსური ზარალიც, ამას თავს ვერ ავარიდებდით. მჯერა, რომ როცა ვაქცინაცია დასრულდება, მალე გავიხსნებით. ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს, ხალხი ელოდება როდის გავიხსნებით. რაც შეეხება ფასებს არ ვიცი როგორ შეიცვლება , ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ.”_ განმარტავს Dinner In The sky-ს წარმომადგენელი.

ტურისტული ატრაქცია - Dinner in the Sky მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან სადილობენ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.