ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიულ აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს წელს მიიღებს
11 აგვისტო, 2021

ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ.

პროექტის პარტნიორია შვეიცარიის წარმატებული აგრარული სკოლა - „პლანტაჰოფია", სწორედ ის ადგენს სასწავლო პროგრამებს, ის უზრუნველყოფს მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

კოლეჯის ძირითადი საქმიანობა პროფესიული პროგრამებია მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთან, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ, გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ბაზაზე მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა იფუნქციონირებს.

ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის. სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტუდენტების სწავლის საფასურს ნაწილობრივ სახელმწიფო დაფარავს.

2-წლიან სადიპლომო პროგრამებზე სასწავლებელი 30-დან 50-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც სკოლის კამპუსში იცხოვრებენ. 

ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 მილიონ ლარამდეა. პროექტის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა.

დმანისში „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში" დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.