ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“მნიშვნელოვანია, სტერეოტიპი, რომ საზღვარზე ტურისტებს პრობლემები ექმნებათ, დავამსხვრიოთ”
29 ივლისი, 2019

“შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს ელექტრონული ვიზის პორტალზე რამდენიმე ფილტრის დამატება, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მოქნილი გახდეს პლატფორმა ინდოელი ტურისტებისთვის, იმისათვის, რომ მათ საზღვარზე აღარ შეექმნათ პრობლემა და ნათელი გახდეს ის მოთხოვნები, რაც შეიძლება რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰქონდეს კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენელს”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია მთავრობა, თუ რა გაკეთდეს დამატებით და როგორ გახდეს უფრო მოქნილი ელექტრონული ვიზის პლატფორმა ინდოელი ტურისტებისთვის.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დადო თანამშრომლობის მემორანდუმი იმ პლატფორმასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ მომსახურების გაწევას ქვეყნისთვის და დახვეწავს ელექტრონული ვიზის გაცემის პროცესს, თუმცა გარდა ელექტრონული ვიზისა, ინდოელ ტურისტებს კიდევ ორი გზა აქვთ რომ შემოვიდნენ საქართველოში, პირველი ეს არის საქართველოს საელჩო ინდოეთში, რომელიც გასცემს ვიზებს და მეორე მიმართულება გულოსხმობს, რომ ყველა ის ადამიანი რომელსაც აქვს მრავალჯერადად გამოყენებადი ამერიკის, შენგენის, კანადის ვიზა და არის ინდოეთის მოქალაქე, მოგზაურობს უვიზოდ საქართველში. ჩვენ გვინდა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, მათ შორის ინდოეთიდან. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც მოგზაურობენ და თანაც ბევრს და მათ აქვთ ვიზები, როგორც შენგენის, ასევე შესაძლოა ამერიკის, ამიტომარ აქვთ საბაბი ინერვიულონ საქართველოში შემოსვლაზე”, – განაცხადა მარიამ ქვრივივილმა.

რაც შეეხება ირანელ ტურისტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვენლის თქმით, მათ მოეთხოვებათ ორმხრივი ავიაბილეთი, წინსწრებით დადასრურებული სასტუმრო და თანხები, რომელიც აუცილებელია საქართველოში სამოგზაუროდ.

“დოკუმენტები აუცილებლად უნდა იყოს წესრიგში და ასევე ადამიანის პასუხები უნდა შეესაბამებოდეს იმ რეალურ მიზანს, რომლისთვისაც ისინი ჩამოდიან საქართველოში. არავის პრობლემა არ შეექმნება. დღეს ჩვენი ქვეყანა ღიაა ყველა ადამინისთვის, თუმცა აუცილებელია იმ ძალიან მარტივი სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც სახელმწიფო ადგენს ტურისტებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ის შექმნილი სტერეოტიპი, რომელიც გულისხმობს, რომ თითქოს საქართველოს საზღვარზე ტურისტებს პრობლემები ექმნებათ, დავამსხვრიოთ, რადგან ეს სტერეოტიპი ქვეყნის სწორად პოზიციონირებას არ უწყობს ხელს”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.