საკურორტო სეზონზე სახლში უსაფრთხოდ მყოფი ადამიანებისთვის მოგზაურობა შესაძლებელი ხდება - ახალი ვირტუალური ტურები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საშობაო ლოკაციებს მოიცავს, რომელთა დათვალიერება შესაძლებელი იქნება მათთვის, ვინც ერთადერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს - უნდა ჰქონდეს ინტერნეტი.
ვირტუალური მოგზაურობის დროს, შესაძლებელია ინტერაქტიული ტურების შეკვეთა ადგილობრივ გიდებთან, რაც ნიშნავს, რომ ე.წ. “ვირტუალურად მოგზაური” ყველაფერს გაეცნობა: იერუსალიმის რელიგიური ადგილებიდან დაწყებული ნიუ-იორკის უნივერმაღების ჩვენების ჩათვლით.
აპრილში Airbnb–მ ვირტუალური პროგრამა Online Experiences წამოიწყო. პროგრამის მიზანი პანდემიის პერიოდში ხალხის კვლავ ერთმანეთთან დაკავშირებაა, რაც ვირტუალური მოგზაურობით იქნება შესაძლებელი და, რაც მთავარია, ამ ტიპის ბიზნესს Covid-19 კრიზისის დროს შემოსავალსაც ჰპირდება.
სესიები პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, ინტერაქტიულია და მცირე ჯგუფებით კომპლექტდება.
ვირტუალური ტურების წამოწყებაში პიონერი კანადური ტურისტული კომპანია Tours by Locals-ი იყო, რომლის წევრებმაც გაზაფხულზე პანდემიის შედეგად საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ონლაინ საქმიანობა გადაწყვიტეს. ამასობაში კი ტურისტულმა კომპანიამ 150-მდე ვირტუალური ტურის ჩატარება მოახერხა.
გარდა ამისა, ვირტუალურ მოგზაურებს შეუძლიათ, ესტუმრონ სტოკჰოლმს სკანდინავიის ზამთრის ცივი ტემპერატურის გარეშე. ერთსაათიანი ვირტუალურ ტურის მეშვეობით შესაძლებელია დაათვალიეროთ შვედეთის დედაქალაქის საშობაო განათება, სტოკჰოლმის ძველი ქალაქის ულამაზეს ხეივნები და ისტორიული შენობები, მაგალითად, პარლამენტის სახლი და სამეფო სასახლეც კი. ეს სიამოვნება კი სულ დაახლოებით 120 დოლარი ღირს და 10-მდე ადამიანს შეუძლია, ტურის დაჯავშნის ბმულის საშუალებით, რაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს, ერთად შეისწავლონ სტოკჰოლმი საკუთარი სახლებიდან.
მათ კი, ვინც დეკემბერში ნიუ-იორკის სილამაზის ნახვაზე ოცნებობდა, 90-წუთიანი ვირტუალური ტური ქალაქის ყველაზე ცნობილ სადღესასწაულო ადგილებს მოატარებს. მათ შორის, ვირტუალური მოგზაურები ნახავენ დიდ საშობაო ნაძვის ხეს როკფელერის ცენტრთან და მეხუთე ავენიუსაც პირდაპირ რეჟიმში დაათვალიერებენ. ბრაიანტ პარკის ზამთრის სოფელი, ჰადსონის ბაღების საშობაო განათებები და ბროდვეის 34-ე ქუჩის ხედები კი ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ნიუ-იორკი ყოველთვის ყველასათვის მიმზიდველი მეგაპოლისი იყო, და რომლის დათვალიერებაც ახლა ვირტუალურად 125 დოლარი ღირს.
ვირტუალური ტურები ასევე მოიცავს ვენის სადღესასწაულო განათებების, ვენის ოპერის, ავსტრიის და იერუსალიმის ტურისტული ატრაქციების დათვალიერებასაც. და ბოლოს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება ონლაინ ესტუმროს ლაპლანდიელ სანტა კლაუსს, მისი ელფების საქმიანობას ადევნოს თვალი და საახალწლო სურვილები სანტას საშობაო სოფელში გადასცეს. როგორც ამბობენ, დეკემბერში ყველაზე პოპულარული სწორედ ფინეთის ვირტუალური ტურია.
www.bm.ge