ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მომაჯადოებელი სილამაზე და ემოციების ფოიერვერკი, - ქართული თავგადასავალი „შატო ყირამალაში“
31 მარტი, 2022
„შატო ყირამალა“ საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქართული მარანია. აზერბაიჯანის მხრიდან (ჰერეთიდან) შემოსული სტუმარი, საქართველოს შესახებ პირველ ინფორმაციას, სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიღებენ. თუ მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულები არჩევანს „შატო ყირამალაზეც“ შეაჩრებენ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც ელოდებათ.
 
 
„შატო ყირამალა“ ზურაბ და გოგა მუმლაძეების მიერ შექმნილი ღვინის სივრცეა, - მარნით, სადღესაწაულო და საკონფერენციო დარბაზებით, ხის კოტეჯებით, ღია ცის ქვეშ გამართული ტერასებით, ულამაზესი პეიზჟებით, ლაგოდეხის სოფელ რაჭისუბნის ნობათით მომზადებული ქართული სუფრით და ნატურალური ღვინის ფართო არჩევანით. გიორგი დვალაშვილის ღვინის გზა, „შატო ყირამალამდეც“ მივიდა და კიდევ ერთ დაივიწყარ ქართულ თავგადასავალში გვამოგზაურებს...
 
 
გაცნობებთ, რომ „ქართული თავგადასავალი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიცაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი ღვინის სახლების, მარნების პოპულარიზება. პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ალტერ პიარი“ Alter PR ალტერ PR რომელიც ბიზნესებს მარკეტინგულ და პიარ კომუნიკაციაში ეხმარება.
როგორ მიიღოთ პროექტში მონაწილეობა, პოსტის ბოლოს წაიკითხავთ.
 
ახლა კი ბატონ გიორგის რჩევას მივყვეთ და „შატო ყირამალას“ ისტორიაც უფრო დაწვრილებით მოვყვეთ.
„შატო ყირამალას“ ისტორია, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ზურამ და გოგამ ახალშეძენილ მიწაზე პირველად ვაზის ნერგები ჩაყარეს. მალე მშენებლობის წამოწყებაც შეძლეს და რესტორან „ყირამალას“ ყოფილი არემარე, ნამდვილ ედემად აქციეს...
 
ვიდრე თქვენი სტუმრობით აფუსფუსებულ „ყირამალაში“, თქვენს მიერ შერჩეულ კულინარიულ შედევრებს ამზადებენ და მაყალზე ჩანაკვერჩხლებული წალამი, მწვადსაც ააშიშხინებს, ყირამალას მარანი უნდა მოინახულოთ , კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები დააგემოვნოთ და გემოს რეცეპტორებს მოარგოთ. არჩევანი მართლაც ბევრია:
 
ყირამალას მამულებში მოყვანილი ღვინოებიდან, შეგიძლია - ქისი, მწვანე, საფერავი ან რქაწითელი შეარჩიო.
თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ბუკეტით დაინტერესდებით, მასპინძლები, ამ შეთხვევაშიც, მრავალფეროვან არჩევანს შემგთავაზებენ.
 
 
განსაკუთრებული შტრიხი, რომელიც მარნის და ღვინის უნიკალურობას ერთიორად ზრდის, მარნის მიწისქვეშა სისტემაში, კავკასიონიდან მომდინარე წყლის მუდმვად გამავალი ნაკადია, რაც ღვინის დაძველებისთვის საჭირო ტემპერატურასაც უზრუნველყოფს და გაგრილების სისტემასაც ქმნის.
 
მიწიდან გამომავალი წყლის ნაკადით, ეზოში ულამაზესი ხელოვნური ჩანჩქერი და ტბორია მოწყობილი. შეგიძლიათ ტბორში მოლივლივე თევზების ცქერითაც დატკბეთ. თუ ყირამალაში სტუმრობით მოხიბლული, დარჩენასაც გადაწყვეტთ, შეგიძიათ კოხტად განლაგებული ხის ორიგინალური ფორმის კოტეჯებიდან, სასურველი კოტეჯი შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ალიონსაც პირველი მიეგებებით. როდესაც შავისზღვისპირეთში ჯერ კიდევ სამოქალაქო ბინდია, ლაგოდეხს უკვე აღმოსავლეთიდან ამომავალი მზის სიხვები ეფინება.
 
„შატო ყირამალაში“ ხანგრძლივი სტუმრობის შთამბეჭადვი თავგადასავალი და დაუვიწყარი ემოცია, აქ არ სულდება. შეგიძლიათ საცხენოსნო, ან საფეხმავლო ტურის გმირიც გახდეთ და ქართული თავგადასავალი, კიდევ უფრო გაიფერადოთ. ყირამალაში თქვენს ემოციურ და უსაფრთხო მოგზაურობაზეც იზრუნებენ. საქართველოში ყველაზე ძველ, 110 წლის ლაგოდეხის ნაკრძალთან მიგიყვანენ და კარგად შემონახულ მაჭის ციხესაც მოინახულებთ.
 
ბუნების განახლების დღესასწალთან ერთად, აპრილისა და მაისის თვეში ტყის კორომის ხეივანში გავლა და ღია ცის ქვეშ გამართული ტერასებიდან , აკაციის თაბვრუდამხვევი სურნელით ტკბობა, გაზაფხულზე „შატო ყირამალაში“ სტუმრობის კიდევ ერთი მიზეზია.
 
შემოდგომაზე „ყირამალაში“ სტუმრობა ხომ ნამდვილი ზეიმია. შემდგომის ფერად ზღაპარში გამართული „რთველის დღესასწაული“ ყველაზე მეტად გაახლოებს სიცოცხლის ხეზე შეყვარებული ქართველის ბუნებასთან. სტუმრებსაც, ყველაზე მეტად, „შემოდგომის დღესასწაული“ ახალისებთ. არჩევანი შენზეა, - ყირამალას მამულების თვალუწვდენელ ვენახებში ყურძნის კრეფა, საწნახელში ჩადგომა თუ ჩურჩხელების ამოვლება.
„ქართული თავგადასავალი“ აქ არ სრულდება.
 
ჩვენი პროექტის საშუალებით კიდევ ბევრ ღვინის სახლს გაიცნობთ.
 
თუ გსურთ მოგვიყვეთ იმ მარნებზე, რომელსაც სტუმრობდით და გსურთ თქვენი ემოცია ჩვენც გაგვიზიაროთ, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: +995 557 001557
 
„ქართული თავგადასავალი“ აქ არ სრულდება.
 
ჩვენი პროექტის საშუალებით კიდევ ბევრ ღვინის სახლს გაიცნობთ.
 
თუ გსურთ მოგვიყვეთ იმ მარნებზე, რომელსაც სტუმრობდით და გსურთ თქვენი ემოცია ჩვენც გაგვიზიაროთ, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: +995 557 001557 „ქართული თავგადასავალი“
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა წითლანაძე Lel Tsitlanadze
პროექტის რედაქტორი: შორენა მერკვილაძე Shorena Merkviladze

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.