ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021 წელს მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები გვეყოლება და ტურისტების ნაკადის ზრდას არ უნდა ველოდოთ - ნუცა აბრამიშვილი
23 დეკემბერი, 2020

ექსპორტს რაც შეეხება , გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია წელიწადში მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ამ რაოდენობიდან 95 პროცენტი მიდის ექსპორტზე, ჩვენი საექსპორტ მონაცემები სტაბილური დარჩა და მკვეთრი შემცირება არ გვაქვს. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენს პორტფელში არსებული ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკამ. მეღვინეობის სექტორმა შეძლო მხოლოდ 8 პროცენტიანი შემცირების დაფიქსირება ქვეყანაში, ჩვენს შემთხვევში გვაქვს 10 პროცენტიანი შემცირება. ამ ეტაპზე ჩინეთში გაჯანსაღებულია ბაზარი, ჩინეთი რჩება ჩვენს პრიორიტეტულ ბაზრად და ეს ფაქტიურად დივერსიფიკაციის შედეგია. აუცილებელია ბაზრების და ბიზნესის დივერსიფიკაცია რომ არ მოხდეს სერიოზული პრობლემები კომპანიაში,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

ნუცა აბრამიშვილი 2021-ში ბიზნეს და საქმიანი ვიზიტების ზრდას პროგნოზირებს და მისი აზრით ტურისტების მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ.

„რაც შეხება 2021 წელს, რადგანაც ვხედავთ რომ მსოფლიოში პანდემია გაგრძელდა უფრო დიდხანს ვიდრე ველოდით და ჯერ ვერ ვხედავთ დამაიმედებელ სურათს, ამიტომ ჩემი აზრით 2021 წელი იქნება დასტაბილურების და გამოჯანსაღების პერიოდი.  არ უნდა ველოდოთ მკვეთრ ზრდას არც ტურისტების მიმართულებით და არც რეალიზაციის კუთხით. ჩემი აზრით 2021 წელს გვეყოლება ძირითადად ბიზნეს მოგზაურები, ის ხალხი ვინც რეისების არქონის გამო ვერ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ამუშავებას, მაგრამ მკვეთრ დასტაბილურებას ალბათ უნდა ველოდოთ 2021 წლის ბოლოდან. 2020-2021 წელი არის  ბიზნეს საქმიანობის რეალობაში ყველაზე გამოწვევებით აღსავსე წელი, რომელსაც პირადად მე ვუყურებ, როგორც ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენას. 2021 წელი ეს იქნება მეტნაკლებად დასტაბილურების წელიწადი და იმ გეგმების განსახორციელებელი, რომელმაც გადაიწია დროში. ფაქტობრივად, აღმავლობის ხანა უნდა დაიწყოს 2021 წლის ბოლოდან,“ - ამბობს ბიზნესმენი.

მარიამ მორგოშია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.