2019 წელს გურიაში დაგეგმილია 112 მილიონი ლარის ღირებულების 143 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამის შესახებ საქართველოს-ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, პროექტები მოიცავს გზების მოწესრიგებას, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო თუ ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ქალაქ ოზურგეთში მოეწყობა საჩოგბურთო კორტები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის ცენტრში მდებარე სტადიონს, დაბა ურეკში მოეწყობა ბულვარი და დაიწყება სოფელ ასკანას ციხის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ოზურგეთში 1905 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ ისტორიულ მუზეუმს.