ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მომდევნო თვეები სრულად დაჯავშნილი გვაქვს“ - სასტუმრო „გარემო“
19 ივლისი, 2021

„გარემო“ რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში მდებარე სასტუმროა, რომელიც სამი განსხვავებული ტიპის კოტეჯს აერთიანებს: საოჯახოს, ორ პერსონაზე განკუთვნილსა და ჰოსტელის ტიპის კოტეჯს.

"გარემო“ უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს და კოტეჯში განთავსებასთან ერთად დამსვენებელს ღია აუზსა და სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცესაც სთავაზობს. „გარემოს“ დამფუძნებელი თამარ დავითულიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ 2021 წლის სეზონი საკმაოდ გააქტიურებულია და მომდევნო თვეები უკვე სრულიად დაჯავშნილია, მისივე თქმით, სასტუმრო 2020 წლის ზაფხულშიც დატვირთული იყო და მასზე მოთხოვნა პანდემიის პერიოდში არ შემცირებულა.

„წელს ზაფხულის სეზონი საკმაოდ გააქტიურებულია, „გარემოში“ მომდევნო თვეები სრულად დაჯავშნილი გვაქვს, თუმცა, არც პანდემიის პერიოდში გავჩერებულვართ, მთლიანად დატვირთულები ვიყავით, იქიდან გამომდინარე, რომ იზოლირებული სივრცე გვაქვს და ადამიანები ბუნებაში, განცალკევებით დასვენებაში საფრთხეს არ ხედავდნენ“ - აღნიშნავს თამარ დავითულიანი.

„გარემო“ სამომავლოდ კოტეჯების, ასევე კვების ობიექტისა და სხვადასხვა გასართობი სივრცის დამატებას გეგმავს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.