„მონღოლეთში ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა „ქინძმარაული“ და „საფერავი“ დააპატენტეს“
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, მონღოლეთში ადგილობრივმა დისტრიბუტორებმა ქართული ღვინის ჯიშები – „ქინძმარაული“ და „საფერავი“ დააპატენტეს, თუმცა ქართულმა მხარემ სასამართლო პროცესი მოიგო.
ამის შესახებ მეხუზლამ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
„მონღოლეთში სულ ახლახანს გვქონდა შემთხვევა, როდესაც იქაურმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, დააპატენტა ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელებები. ამასთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო იმ კომპანიას, რომელიც იქ ოპერირებს, რომელიც სათავეში ჩაუდგა თავისი რესურსით სასამართლო პროცესს; ასევე მადლობა საქპატენტს, რომელიც ინტელექტუალური რესურსით, იურიდიული მხარით მთლიანად დაგვეხმარა და მოვიგეთ იქ ეს პროცესი. დააპატენტეს „ქინძარაული“ და „საფერავი.“ გადაწყვიტეს რომ ეს ჯიშები შეიძლება მთელ მსოფლიოში გაშენდეს და ჰქონდეს უფლება ატაროს ეს სახელი”, – განაცხადა მეხუზლამ.
bm.ge