ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მონიტორინგი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე
20 სექტემბერი, 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

ჯგუფი მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს და მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა.

2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 250 მლნ ლარის 770 ინფრასტრუქტურული  პროექტია დაფინანსებული,

ილია ბეგიაშვილი მიმდინარე კვირას შიდა ქართლსა და კახეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, შიდა ქართლი წელს 20 მილიონი ლარის 40 პროექტი განხორციელდება, კახეთში კი 145-ზე მეტი პროექტი  და 35 მლნ-ზე მეტი ლარის სამუშაოები დაფინანსდა.

განსაკუთრებული ყურადღება, მინისტრის მოადგილემ,  პრობლემურ სამუშაოებს დაუთმო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დეტალურად განიხილა და დასახა პრობლემების აღმოფხვრის ღონისძიებები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.