ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მორიგი რუსული რეისი - Red Wings-ი საქართველოში ეკატერინბურგიდან ფრენას გეგმავს
24 ოქტომბერი, 2023

პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება - როგორც „ეხო კავკაზა“ წერს ამის შესახებ  ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა მალცევმა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან სამშაბათს და კვირას დაიწყებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ხუთშაბათს და კვირას. კოლცოვოდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ამ დროისთვის არ ხორციელდება.

ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყდა.

ქართულ მხარეს ეკატერინბურგიდან ფრენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მანამდე „ეხო კავკაზა“ უკვე წერდა, რომ ნოემბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე რეისების რაოდენობა კვირაში ხუთს მიაღწევს, ხოლო მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა ნოემბერში კვირაში 45-ს გადააჭარბებს. მათ შორის არის ყოველკვირეული 28 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.