ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოსახლეობის პროტესტი და ბეჩო-ტურბაზას გზის გახსნის დაანონსებული ახალი თარიღი
18 ოქტომბერი, 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის  რეაბილიტაციის დასრულების ახალ ვადად ნოემბერს ასახელებს. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია. 

ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის აქციის მოთხოვნები გაუგებარი აღმოჩნდა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ერთი კვირაა კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს, ტექნიკა მობილიზებულია და უკვე იწყება ასფალტის დაგება.

„წინა კვირას შევთანხმდით კონტრაქტორთნ, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ნოემბრის ბოლომდე მორჩება აპროექტს. კომპანიას დაეკისრა 28 000 ლარის ჯარიმა, რაც კონტრაქტის შესაბამისად იყო გათვლისწინებული. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ასევე სატენდერო პროცედურების დაცვით, შეუძლებელი იქნებოდა გაზაფხულამდე სამუშაოების განახლება. როდესაც ტექნიკა ადგილზეა და იწყება ასფალტის დაგება, ამ ფონზე გზის გადაკეტვა ნამდვილად არ არის ის ფორმა, რომელიც ობიექტის უფრო ადრე დასრულებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველას ხელი არ შეუშალონ სამუშაოებს და ნოემბრის ბოლოს ბეჩო-ტურბაზის მოსახლეობას რეალურად ექნება დასრულებული,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.