ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოტივტივე ტერასები, ბულვარი - როგორი იქნება მტკვრის სანაპირო (ფოტო)
13 ივლისი, 2017

მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა თბილისის განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილია. 
გენგეგმის მიხედვით, იგეგმება მტკვრის ორივე სანაპიროს კეთილმოწყობა, გამწვანება, საფეხმავლო, ველობილიკების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში, სადგურ ოკრიბას მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, რომელიც მტკვარსა და გრიგოლ რობაქიძის გამზირს დააკავშირებს; ვეფხვისა და მოყმის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია რეკრეაციულ სივრცედ მოეწყობა, რაც ლისის ტბასა და მდინარე მტკვარს შორის კონცეფტუალური საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკი შექმნის საშუალებას იძლევა; ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რაც გულისხმობს მოტივტივე ტერასების, 3 მეტრიანი ბულვარის ტიპის ზოლის შექმნას და ა.შ.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.

ავტორ(ებ)ი: BPN.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.