ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მოვუწოდებ ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის ადამიანს უფრო ფრთხილად მოეპყრონ ტურისტებს"
05 ივლისი, 2017

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ინდოელი ტურისტის საქართველოდან დეპორტაციის საკითხზე მათ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია დაიწყეს. ჩოგოვაძე "საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტურიზმის სექტორი ყველა ინფორმაციის მიმართ სენსიტიურია, - ტურიზმის ადმინისტრაცია ნებისმიერი პროფესიისა და თანამდებობის ადამიანს მოუწოდებს უფრო ფრთხილად მოეპყრონ ტურისტებს. 

"ეს კონკრეტული შემთხვევა ჩვენთვისაც სულ ახლახანს გახდა ცნობილი და ჩვენ უკვე დავიწყეთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. ეს ადასტურებს, თუ რამდენად სენსიტიურია ტურიზმის სექტორი და რამდენად შეიძლება ერთი ადამიანის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხელი შეუშალოს ან შეუწყოს ადამიანების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. სანამ დეტალები არ გაირკვევა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვთხოვთ ყველა ადამიანს, ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის ადამიანს, უფრო ფრთხილად მოეპყრონ თითოეულ ტურისტს", - ამბობს ჩოგოვაძე. 

საქართველოდან დეპორტირებული ტურისტები 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.