ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მრევლის შემოწირულობით აშენებულ სასტუმროს ძირითადად ქართველები სტუმრობენ
10 იანვარი, 2018
მრევლის შემოწირულობით აშენებულ სასტუმრო "სნოს" ძირითადად ქართველები სტუმრობენ,- ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმროს მმართველი კომპანიის „ჰორეკა ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნიდანაც ჰყავს, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და ა.შ. 

სასტუმრო 34-ნომრიანია და როგორც ალავერდაშვილი ამბობს, გახსნის დღიდან საკმაოდ კარგი დატვირთვით მუშაობს. 

სასტუმროს მმართველის თქმით, მის ასაშენებლად შემოწირულობები მრევლმა გაიღო და ეს პირადად პატრიარქის საჩუქარია. 

სასტუმრო ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, საკვებსაც მოსახლეობისგან ყიდულობს. 

"ჰორეკა ჯორჯიას" ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს მოგებიდან გარკვეული თანხა ჩაიდება მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობისთვის: მაგალითად, დღეს ადგილობრივები მატყლს არ ამუშავებენ და წვავენ, სასტუმროს ადმინისტრაცია კი მატყლის სარეცხსა და სართავ დანადგარებს შეიძენს და მინიმალურ ფასად მოსახლეობას ამ აღჭურვილობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. 

ყაზბეგში მდებარე სასტუმრო გასული წლის ზაფხულში გაიხსნა.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.