ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ძეგლების მდგომარეობა პოზიტიურად შეაფასა
03 ივლისი, 2018

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესია მიმდინარეობს. სესიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს შორისაა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ის საერთაშირისო ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს.

მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის პოზიტიური შეფასების პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი და მისი მრჩეველი ორგანოები ანალოგიური გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყნებს მოუწოდებენ გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება და ის აქტიური ქმედებები, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლების განმავლობაშია წარმოებული. სესიის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებე საკონსულტაციო შეხვედრები მოაწყო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან - ICOMOS და ICCROM -თან. სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესასრულებლად ქვეყანაში უნარების გაძლიერების ხელშეწმყობი ინიციატივების განხორციელებაზეც იმსჯელეს.

საქართველოს სახელმწიფო მხარის სახელით ბაჰრეინში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლო ანთიძე და სააგენტოს UNESCO სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმზღვანელი მანანა ვარძელაშვილი ესწრებოდნენ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.