ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია სტარტაპებისთვის კონკურსს იწყებს
08 აგვისტო, 2018

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინიციატივით გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით 164 ქვეყნის სტარტაპერებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა, ახალი ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინება, მათ შორის, წრიული ეკონომიკისა (circular economy) და გაზიარებითი ეკონომიკის (sharing economy) მიმართულებით. 

პროექტში ჩართულია ცნობილი საკონსულტაციო კომპანია - Barrabés.biz, რომელსაც მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს მოდელები დაკავშირებული უნდა იყოს 4 ძირითად სფეროსთან: მოგზაურობის სამომავლო განვითარება (The future of travel); შთაბეჭდილებები ტურიზმის სექტორში (The tourism experience); გარემოზე ზეგავლენა (Environmental impact); თემის განვითარება (Community development).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - www.tourismstartups.org.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორში დამატებითი ინოვაციებისა და ინვესტიციების განხორციელება, საუკეთესო საშუალებაა ტურისტული პროდუქტების გასაუმჯობესებლად, რაც ჯამში სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით უზრუნველყოფს მდგრადი ტურიზმის განვითარებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.