ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსოფლიოს 3 კონტინენტის ქალაქებს შორის, „რედისონის“ ბრენდის სასტუმრო ყველაზე ძვირი თბილისშია
24 ივნისი, 2017

ზაფხული დადგა და ევროპის სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლები სასურველ ტურისტულ

მიმართულებას აქტიურად არჩევენ.

MyRest.Ge  დაინტერესდა რა ფასად შეუძლიათმოხმარებლებს სხვადასხვა ქალაქში , 

ერთიბრენდის ქვეშ მოქმედ, სასტუმრო"Radisson Blu" - ში, 2 ადამიანს დასვენება.

ფასები მოცემულია 16 აგვისტოდან - 23 აგვისტომდე , BOOKING.COM - ის მიხედვით. 

ფასში შესულია საუზმის ღირებულება.

ნიუ იორკი - ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებშინიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი

ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი და ამერიკელი ტურისტი

სტუმრობს. მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა ემპაია სტეიტ ბილდინგი, ელის აილენდი,

ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები, მუზეუმები და სხვა.

ნიუ იორკში 1 კვირის განმავლობაში რედისონის ბრენდის სასტუმროში განთავსება 

4739 ლარი ღირს.

პარიზი— პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია,

დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე.

საფრანგეთის დედაქალაქში, ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროს ღირებულება 5499 ლარია .

ლონდონი— დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული

სამეფოსდედაქალაქი. მდებარეობს  მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.

2012 წლისმონაცემებით,  ქალაქის სრული  მოსახლეობა შეადგენს 8 278 251 ადამიანს, 

აქედან 2 700 000  შიდალონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი - 13 709 000  ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დასვენება 6027  ლარი დაგიჯდებათ.

ბერლინი— ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული დასაგანმანათლებლო ცენტრია მრავალი

უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითიდაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა 

თუ კულტურული ძეგლით.

რედისონის ბრენდის ქვეშ, ბერლინში არსებულ სასტუმროში განთავსების ღირებულება 

3,907ლარია.

მოსკოვი— რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი,

ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის

ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის.

მოსკოვის რედისონში 7 დღიანი დასვენების ფასი 2984 ლარი

პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია.

მდებარეობს  მდინარე  ვლტავაზე  ცენტრალურ ბოჰემიაში და დაახლოებით 

1.2 მილიონი  ადამიანისსაცხოვრებელ ადგილად ითვლება პრაღა მსოფლიოს  

ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ერთი კვირის განმავლობაში პრაღის „რედისონში“ დასვენება 5,538 ლარი ღირს.

ვარშავა - პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე. ვარშავა მდებარეობს 

ზღვის დონიდან100  მეტრის  სიმაღლეზე, ვისლას ნაპირებზე, მაზოვიის დაბლობზე. 

ქალაქი თანაბრადაადაშორებული ბალტიის  ზღვიდან და კარპატის მთებიდან 

მდინარე ვისლა  ქალაქის შუაშიმიედნიება და  ორ ნაწილად  ჰყოფს მას.

პოლონეთის დედაქალაქში არსებულ „Radisson Blu” - ში დასვენების ღირებულება  

მოცემულ პერიოდში  2,685 ლარია.

რიგა - ლატვიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. დაუგავას ბალტიის ზღვის შესართავთან . 

რიგაბალტიის ქვეყნების უდიდესიქალაქია და ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული,

საგანმანათლებლო,  საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია ბალტიის 

რეგიონში. საზაფხულო დასვენება რიგის „Radisson Blu” - ში 1627 ლარი ღირს.

ტალინი -  ესტონეთის დედაქალაქი. გაშენებულია ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.

უხსოვარი დროიდან, 8 ჰექტრის მქონე ფართობი, რომელიც ტოომპეად იწოდება 

ესტონეთისთვისუფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცენტრი.  მისი 45 მ–ის სიმაღლის კოშკი, 

პიკ ჰერმანიგანასახიერებს  ესტონეთის სახელმწიფოს. ერთი კვირის განმავლობაში ტალინის „

რედისონში“  დასვენება 1622 ლარი ღირს.

ბუდაპეშტი - უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული,

კომერციული და  სატრანსპორტო ცენტრი.1873 წელს მარჯვენა სანაპიროს ბუდასა და 

ობუდასშერწყმით  პეშტთან მარცხენა სანაპიროზე ბუდაპეშტი ერთდადერთი ქალაქი გახდა, 

რომელიცმდ. დუნაის ორივე  სანაპიროზე მდებარეობს.  ის ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია.

უნგრეთის დედაქალაქში მდებარე „Radisson Blu” - ში ექვსდღიანი განთავსების ფასი 1622 ლარია.

ერევანი— სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი 

დაახლოებით 2,780  წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 2011 წლისმონაცემებით 

ქალაქში 

ცხოვრობდა  1 060 138  ადამიანი.

ერევანში, რედისონის ბრენდის ქვეშ მდებარე სასტუმროში 1 კვირიანი დასვენების ღირებულება

1664 ლარი ღირს.

ანკარა —ქალაქის ერთ-ერთ ციცაბო ფერდობზე ძველი ციხე-სიმაგრის ნარჩენებია, რაც წარმტაც

პანორამას ქმნის, თუმცა ქალაქის განაშენება ცუდად იყო დაგეგმილი და ის ძირითადად მზეზე

გამშრალი ტალახის აგურით ნაგები შენობებისა და ვიწრო ქუჩებისგან შედგება. ქალაქში აქაიქ

შემორჩენილია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური არქიტექტურა, მათ შორის ყველაზე

განსაკუთრებულია აუგუსტუსის ტაძარი, რომლის კედლებზე აღბეჭდილია

მისი განთქმული Monumentum Ancyranum.

თურქეთის დედაქალაქში Radisson Blu-ს ღირებულება სულ რაღაც 917 ლარია.

თბილისი  - საქართველოს დედაქალაქი. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, 

თბილისისქვაბულში, მდინარე მტკვრის  ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380-600 მ სიმაღლეზე.

თბილისი კავკასიის  რეგიონის მნიშვნელოვანი  ინდუსტრიული, სოციალური და

კულტურულიცენტრია  და  ბოლო დროს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო 

კვანძი  ხდებაგლობალური   ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის თბილისის 

„რედისონ ბლუ ივერიაში“  ზაფხულის ცხელი დღეების გატარების ღირებულება 6566 ლარია.

აღმოჩნდა, რომ შერჩეულ ქალაქებს შორის, თბილისის „რედისონი“ ყველაზე ძვირი ღირს.

ფასის სხვაობა თბილისსა და სხვა ქალაქებს შორის:

თბილისი - ნიუ იორკი 1867 ლარი

თბილისი - პარიზი  1067 ლარი

თბილისი - ლონდონი 529 ლარი

თბილისი - ბერლინი 3469 ლარი

თბილისი - მოსკოვი 3582 ლარი

თბილისი -  პრაღა  1028  ლარი

თბილისი - ვარშავა 3881 ლარი

თბილისი - რიგა 4939 ლარი

თბილისი - ტალინი 4944 ლარი

თბილისი - ბუდაპეშტი 4944 ლარი

თბილისი - ერევანი  4902 ლარი

თბილისი - ანკარა 5649 ლარი

MYREST.GE დაინტერესდა, თუ რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება თბილისისა და

სხვა ქალაქების სასტუმროებს შორის, და სალომე წოწორიას, „რედისონის“ საზოგადოებასთან

ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

როგორც წოწორია ამბობს, ფასის ასეთი სხვაობა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.

„ გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის ბაზარი განსხვავებულია,

სხვადასხვაა ასევე საფასო პოლიტიკა. როდესაც ბაზარზე გაქვს 50 ბრენდი, თავისთავად

სხვადასხვაა ბაზრის მოთხოვნები და ფასი.

„რედისონი“ არის ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის სერვისს და მომსახურებას სთავაზობს

მომხარებელს, შესაბამისად მაღალია ფასი. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომელიც სხვა ბევრ

სასტუმროს არ აქვს. იქნება ეს ღია და დახურული საცურაო აუზი, 3 სხვადასხვა რესტორანი, 

ცენტრალური ლოკაცია და ა.შ სერვისის მრავალფეროვნება მოქმედებს ფასზე“ , - აცხადებს

სალომე წოწორია.

წყარო: MYREST.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.