TripAdvisor-მა სინგაპურის ავიახაზები მსოფლიოში საუკეთესო საავიაციო კომპანიად დაასახელა.
უკვე მეორე წელია სინგაპურის ავიახაზები ხარისხისა და მომხმარებლის შეფასებების გათვალისწინებით საუკეთესო საავიაციო კომპანიად სახელდება.
2019 წლის ნომერ მეორე ავიახაზი მსოფლიოში Qatar Airways-ია, მესამე – Eva Air-ია, მეოთხე – Emirates და მეხუთე – Japan Airlines.
ნომინაციაში „მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის კაბინა“ Emirates Airlines-მა გაიმარჯვა, საუკეთესო ბიზნეს კლასი – Qatar-ს გადაეცა, საუკეთესო პრემიუმ-ეკონომის ჯილდო – Air New Zealand-ს გადაეცა, ხოლო საუკეთესო ეკონომკლასი გახდა სინგაპურის ავიახაზები.
ერთ-ერთი მომხმარებელი სინგაპურის ავიახაზების შესახებ წერს : „მე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ვიქნები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრე ეკიპაჟის წევრებს ვატრენინგებდი. ახალ ზელანდიაში მოგზაურობისას სამჯერ გამოვიყენე სინგაპურის ავიახაზები და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ეკონომკლასით ვიმგზავრე და უამრავ საჭმელთან ერთად ბევრი თავისუფალი ადგილი მქონდა, თანამშრომლები კი მეგობრულები და ყურადღებიანები აღმოჩნდნენ.“
მრავალი დადებითი შეფასება იკითხება Tripadvisor-ზე Qatar-ის შესახებაც, მას მოიხსენიებენ, როგორც ხალხისთვის საუკეთესოს ბიზნესის სფეროში მომუშავედ.
მესამე ადგილის მფლობელი EVA Air-ის შესახებ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ეს ავიახაზები სხვა დანარჩენზე ბევრად მაღლა დგას ხარისხითა და მომსახურებით.
ნომინაციაში „საუკეთესო ბიზნეს კლასი ევროპაში“ ჯილდო გადაეცა KLM-ს, ხოლო საუკეთესო პირველი კლასი Swiss International Airline გახდა.
მსოფლიოში საუკეთესო ავიახაზების 10-ეული ასეთია:
1. Singapore Airlines
2. Qatar Airways
3. EVA Air
4. Emirates
5. Japan Airlines(JAL)
6. Southwest Airlines
7. Azul
8. Air New Zeland
9. Jet2.com
10. ANA (All Nippon Airways)
საუკეთესო ავიახაზები კლასების მიხედვით
1. საუკეთესო პირველი კლასი : Emirates
2. საუკეთესო ბიზნეს კლასი: Qatar Airways
3. საუკეთესო პრემიუმ-ეკონომი: Air New Zeland
4. საუკეთესო ეკონომ-კლასი: Singapore Airlines
საუკეთესო ავიაკომპანიები ევროპაში
1. საუკეთესო დიდ ბრიტანეთში : Jet2.com
2. საუკეთესო ევროპაში: Jet2.com
3. საუკეთესო ავიახაზები: Virgin Atlantics
4. საუკეთესო იაფი ავიახაზი : Jet2.com
საუკეთესო ავიაკომპანიები ჩრდილოეთ ამერიკაში
1. აშშ-ს საუკეთესო ავიაკომპანია : Southwest Airlines
2. საუკეთესო ავიაკომპანია კონტინენტზე : Delta Air Lines
3. საუკეთესო საშუალო ზომის ავიაკომპანია: Alaska Airlines
4. საუკეთესო იაფი ღირებულებით: Southwest Airlines
5. კანადის საუკეთესო ავიაკომპანია: WestJet
6. კარიბის საუკეთესო ავიაკომპანია: Cayman Airways
daily mail
commersant.ge