მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საქართველოს შესახებ წერს
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საქართველოს შესახებ წერს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ექნება.
წელს ITB Berlin-ის ტურიზმის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
commersant.ge