ოტელების ამერიკულმა ქსელმა Marriott International–მა კონკურენტ Starwood Hotels & Resorts–ის შეძენის შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი.
გარიგების შედეგად, რომლის ღირებულებად 12,2 მილიარდი დოლარი სახელდება, მსოფლიოში შეიქმნება სასტუმრო ოპერატორის უმსხვილესი ქსელი 5,5 ათასზე მეტი სასტუმროთი 100–ზე მეტ ქვეყანაში.
2015 წლის მესამე კვარტალში Marriott–ის სუფთა მოგებამ 210 მილიონი დოლარი შეადგინა, ამონაგებმა კი 3,6 მილიარდი. Starwood–მა ივლის–სექტემბრის პერიოდში 88 მილიონი დოლარის მოგება მიიღო, მისმა ამონაგებმა კი 312 მილიონ დოლარს მიაღწია.
ორშაბათის ვაჭრობაზე Marriott–ის აქციები 0,4%–ით გაძვირდა, Starwood–ისა კი 4%–ით.
სასტუმროების ორივე ბრენდი საქართველოშია წარმოდგენილი: Starwood Hotels & Resorts Worldwide, Inc. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" მმართველია, ის ასევე ფლობს Le Méridien–ის ბრენდსაც, რომელიც ბათუმი თაუერში კომპანია „რედკოს“ შეყავს.
ქართულ ბაზარზე ასევე მუშაობს „ქორთიარდ მერიოტი“ და „თბილისი მერიოტი.“ ამ ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება ბათუმში.
<p a="" alt="" ""="" color:="" font-family:="" font-size:="" height:="" href="" img="" new="" p="" padding:="" src="" style="" width:"="" target="" text-align:="" times="">