მთაწმინდის პარკში სეზონი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, პარკში დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელით საბავშვო ზონის ატრაქციონებზეც.
ბავშვებს პარკში ელოდებიან ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები და სხვადასხვა გასართობი. პროგრამა 20:00 საათამდე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. საღამოს კი ღონისძიებას მუსიკალური ბენდი დაასრულებს.
მთაწმინდის პარკი ყოველ წელს მაისში იხსნება.
ImediNews.ge