ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა ანაკლიაში მიწას ყიდის – საწყისი ფასი 1 ლარი
12 ოქტომბერი, 2020

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

წინადადებების მიღება 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე იწურება. 

აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახდინოს. ხოლო 48 თვის განმავლობაში ის ვალდებული იქნება პირადად ან მესამე პირის მეშვეობით,  საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასტუმრო კომპლექსი შექმნას და შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

Commersant

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.