ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურიზმს დაეხმარება
07 ივლისი, 2021

მთავრობა პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო საგარანტიო სქემით და გრანტით აგროტურიზმს და ეკოტურიზმს დაეხმარება.

“გარდა ამისა დავეხმარებით პერსონალის ტრეინინგში და ინფო ტურების მოწყობაში, რაც ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერების, ინფლუენსერების ჩამოყვანას, რათა გაიტანონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებით აგროტურიზმზე გაამახვილა ყურადღება.

“ეს არის კომპლექსური დახმარება. ფერმერს, რომელსაც გააჩნია თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა რაიმე ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად, იმიტომ, რომ ახლა პოსტპანდემიურ პერიოდში ღია სივრცეში ტურისტული პროდუქტები და ადგილები იქნება უფრო მეტად მოთხოვნადი და ეს არის ის პროგრამა, რომელიც გაიშლება რეგიონებში“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.