მთავრობა ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებას და დახმარებას გეგმავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, საუბარია დახმარებაზე როგორც წარმოების, ასევე საკონსულტაციო საქმიანობის და სერთიფიცირების ეტაპზე.
“ორი კომპონენტისგან განისაზღვრება დახმარება, ერთი, ეს არის მოვაგროვოთ გადასახადები და სუბსიდირების სახით დავაბრუნოთ კონკრეტული დარგის დაფინასებით, ან შევამციროთ გადასახადები. ვფიქრობთ, ბიოწარმოებაში ორივე კომპონენტი გამოსაყენებელია.
ჩვენ გვაქვს კომპლექსური პროგრამა ბიოწაროების მხარდაჭერის და დაფინანსების. ეს გულისმხობს დახმარებას როგორც წარმოების ეტაპზე, ისე დამხმარე მასალების თანადაფინასებას, საკონსულტაციო საქმიანობას და სერტიფიცირების პროცესს. ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ჰექტრობით მიწის ნაკვეთების მოქცევას ბიოწრამოებაში ხელს ვერ შევუწყობთ. იმიტომაც ითქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება ამის შექმნა და სისტემების ჩამოყალიბება, რომ საშუალება მოგვეცეს, აღვასრულოთ.
ვადებს ვერ გეტყვით, განიხილება მთავრობაში და როდესაც გავივლით პროცედურებს, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარვადგენთ”, – განაცხადა დავითაშვილმა.
Commersant.ge