საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, მსოფლიოს ათი მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დააფინანსებს.
ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობა სწორედ კერძო სექტორიდან ელოდება იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ფრენებს დააფინანსებს.
ამ ინიციატივის შესახებ დეტალები, მათ შორის ქალაქების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
bm.ge