ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს
02 მაისი, 2019

მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.

დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება მათ შორის – 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში – 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.

BPN


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.