მთავრობა ტურისტულ ემბარგოს კონკრეტული გეგმით პასუხობს-მიმართულებები, სადაც მთავრობა ბიზნესს დაეხმარება
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, როგორ დაეხმარება რუსეთის მიერ ე.წ ტურისტული ემბარგოთი დაზარალებულ ქართულ ტურისტულ ბიზნესს.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ეყრდნობა ბიზნესის მოთხოვნებს. ერთი არის მარკეტინგის მიმართულება, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს მშვიდი ტურისტული იმიჯის განმტკიცებაზე. აქ დიპლომატიური არხები გვაქვს ჩართული.
ასევე დახმარება ლოგისტიკაში. აქ ჩვენ ფინანსური კონტრიბუციით შემოვალთ.
მესამე მიმართულება ეს არის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებთ მცირე სასტუმროების მფლობელებს. ფინანსური მხარდაჭერა მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებით, რაზეც გვაქვს კონსულტაციები ბანკებთან.
რამოდენიმე სხვა მიმართულებაა, მათ შორის ახალი ფრენები. ბიზნესის მოთხოვნაა მაქსიმალუარდ დავეხმაროთ, შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები და შევინაჩუნოთ რუსი ტურისტებიც.
ვმუშაობთ ყველა მიმართულებით როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნებისთვის, ისე სხვა ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისთვის და ახალი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით“-განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, სამოქმედო გეგმაზე კონკრეტულად საუბარს ის მომავალ კვირაში შეძლებს.