ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობამ არაშენებული “ბაბილონ თაუერი” 24.9 მლნ ლარად გაყიდა
23 მაისი, 2019

ბათუმის ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი შენობა “ბაბილონ თაუერი” გაიყიდა, ელექტრონული აუქციონით მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა კომპანია “ემ სი ქონსთრაქშენმა” იყიდა.

აუქციონზე დამდგარი ფასი 24,990,000  ლარი იყო. ეს წინა აუქციონზე გამოცხადებულ 36,750,000 ლარზე 33%-ით იაფაია.

47-სართულიანი შენობა, რომელსაც კომპანია TAM GEO LLC-ი აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, სწორედ ამ პირობით გადაეცა ინვესტორს 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

ახალი ინვესტორი, რომელმაც ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე ”ბაბილონ თაუერს” იყიდა,  ვალდებულია, ქონება იმავე პირობებით შეიძინოს, როგორც თავდაპირველ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტში განთავსებული სასტუმროს ნომრების რაოდენობა არანაკლებ 168, ხოლო შენობის სიმაღლე კი, არანაკლებ 33 სართული უნდა იყოს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.