2020 წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ სახელმწიფოსგან 24.8 მილიონი ლარის მიწები და შენობა-ნაგებობები მიიღო – ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფომ დარბაზს სუბსიდიის სახით 10.4 მილიონი ლარი გადაურიცხა, რაც 2018 წლის სუბსიდიაზე 2.8 მილიონი ლარით მეტი იყო.
ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელის დარბაზმა 2.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც 4.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
წელს დარბაზში ღონისძიებები არ ჩატარდება და ისინი 2021 წლისთვის გადაიწევს. საუბარია Nile Rodgers & CHIC-ის კონცერტის, ასევე ჯგუფ One Republic-ის კონცერტის გადადებაზე.
2019 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 55.4 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.
2019 წლის მარტში Black Sea Arena სამართავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.
BMG