ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობამ COVID პასპორტების გაცემის და "ბეჭდის დასმის" წესები დააზუსტა
13 აგვისტო, 2021

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ COVID პასპორტის გაცემის წესებს შეეხება. ეს გადაწყვეტილება მოყვება მოქალაქეთა მხრიდან არსებულ კრიტიკას, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების პირობებში ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებოდნენ. 

ახალი წესების მიხედვით, დოკუმენტაციის გაცემა შემდეგი წესით წარიმართება:

"სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი უფლებამოსილნი არიან, ვაქცინირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულიდან (იმემ) დააგენერირონ/სამედიცინო დოკუმენტის სახით ამობეჭდონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის თაობაზე ვაქცინირებული პირის შესახებ რეგისტრირებული ინფორმაცია და დაადასტურონ ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შესაბამისი მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული ფორმატით,"- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.