პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, დაზიანებული რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება.
საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 მეტრი ბორდიური მოეწყობა.ტერიტორიაზე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა.
საგზაო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ლატი+“ ახორციელებს, ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.
gbc.ge