ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ პატარებს მთაწმინდის პარკი ისევ თავისტან ეპატიჟება. 29 სექტემბერს პარკი თბილისის საბავშვო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტოვობაში ჩაერთვებიან.
ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყობა რამდენიმე ზონა:
• სპორტული ზონა - წამოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სპორტის აკადემია,სპორტსკოლები,სპორტული წრეები;
• განათლების ზონა - წარმოდგენილი იქნება კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
• ჯანმრთელობის ზონა - წარმოდგენილი იქნება ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები,
• გართობის ზონა - წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი ცენტრი, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები.
• საბავშვო სტარტაპების ზონა - წარმოდგენილი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და, შესაბამისად, სტუმრებს ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე.
დაგეგმილია აქტივობები: საბავშვო სემინარები სხვადასხვა თემაზე, მხიარული სტარტები, გამოფენები, ტურნირები.
ამ დღეს მთაწმინდის პარკი სტუმრებს საჩუქრებს უმზადებს და საბავშვო ზონის ულიმიტოდ სარგებლობა, მხოლოდ 17 ლარად იქნება შესაძლებელი
დასწრება თავისუფალია!
ფესტივალის წარმდგენია თი ბი სის #1 ბარათია, ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
www.travelingeorgia.ge