მთაწმინდის საბაგიროს განახლებაზე ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ მუშაობს და ობიექტი, სავარაუდოდ, წელს აღდგება. ამის შესახებ რადიო „კომერსანტზე“ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მთაწმინდის პარკის გენერალურმა დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერისგან მიიღო დაპირება, რომ განახლებული საბაგირო მთაწმინდის პარკს წლის ბოლოს ჩაბარდება.
“უკვე რამდენი წელია, საბაგირო მთაწმინდის პარკს არ ჩაბარდა. თუმცა მერი საჯაროდ დაგვპირდა, რომ წლის ბოლოს ჩაგვაბარებდა. საუბარია საბაგიროზე, რომელიც რუსთაველის გამზირიდან, აკადემიის შენობის ეზოდან ადიოდა მთაწმინდაზე.
„დოპელმაიერთან“ დაკავშირებით გეტყვით, რომ საბაგირო, რომელიც გაკეთდება, გაკეთდება იმ მიმართულებით და იმ მარშრუტით, რომელიც არსებობდა, ოღონდ აქაც დოპელმაიერი იღებს მონაწილეობას და მთლიანად ტექნიკურ ბაზას მოამზადებს და ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან.
ჩვენ ვხედავთ, რომ მერიისგან არის მზაობა, რომ ჩაგვაბარონ საბაგირო”, - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.
commersant.ge