ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთაწმინდის პარკში 13 იანვარს BLC STUDIO-ს საახალწლო კონცერტი გაიმართება
08 იანვარი, 2018

„მთაწმინდის პარკში“ საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. პარკში 13 იანვარს BLC STUDIO- ს საახალწლო კონცერტი და გათამაშება გაიმართება.

მთაწმისნდის პარკის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება 13 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება და სტუმრებს BLC -ის სასწავლო ცენტრში უფასო სწავლების ვაუჩერის მოგების შანსი ეძლევათ.

BLC ინგლისურის, რუსულის,ბუღალტერიის, ხელოვნების,წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის, ვოკალისა და ხატვის შემსწავლელი ცენტრია.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს მთაწმინდის პარკში, 25 დეკემბრიდან დაიწყო და აქაურობა ნამდვილ პატარა, „ჯადოსნურ ქალაქად“ იქცა. ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით იმართება და მთაწმინდის პარკი ტავის სტუმრებს უამრავ გასართობ ღონისძიებას და სურპრიზს უმზადებს.

ახალი წლის დღეებში მთაწმინდის პარკში ყველაზე მხიარულია.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.