ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მთაწმინდის პარკში“ ღვინის მაღაზია გაიხსნა
08 იანვარი, 2018

მთაწმინდის პარკს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა. პარკში გახსნილი ახალი მაღაზია განსაკუთრებით ღვინის მოყვარულებს გაახარებს.

მაღაზია „ვენახში“ ამიერიდან საუკეთესო ღვინის შეძენა და დაგემოვნება მთაწმინდის პარკში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ “მთაწმინდის პარკში”, რომელიც 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას იკავებს, სხვადსხვა ობიექტებია განთავსებული. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ფუნიკულიორი, ატრაქციონები, ტირები, ვიდეო თამაშები, ქორწინების სახლი, დაბადების დღის ცენტრი, საბავშვო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები.

პარკში მდებარე ატრაქციონები დაყოფილია საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურ ზონებად. 

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.