ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთიან აჭარაში მზარეულები გადამზადდნენ
22 მაისი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები, მენიუს დაგეგმვა და შედგენა, სამზარეულოს სანიტარული/უსაფრთხოების ნორმები და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ხულოში მზარეულებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგები კურორტ გოდერძისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მზარეულებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში წელს პირველად ჩაუტარა. პარალელურად საკომუნიკაციო ინგლისურს კურორტ გოდერძისა და დანისპარაულის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები სწავლობენ. ტრენინგის მონაწილეებს ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ და მათ მთიანაჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

„მთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის გასულ წელს მთაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც ნიშნავს რომ მთიანი აჭარის პოპულარობა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარების პარალელურად ვანხორციელებთ აქტიურ ტრენინგ-პროგრამებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტებისთვის. იქნება ეს მენეჯმენტის, მზარეულების, საკომუნიკაციო ინგლისურის შემსწავლელი თუ სერვისის გასაუმჯობესებელი სხვა სასწავლო პროგრამები. სულ რამდენიმე წელია ისინი ჩართულები არიან ტურისტულ ბიზნესში და ბუნებრივია სწავლასა და განვითარებას საჭიროებენ, რათა სწორად შეძლონ სტუმრებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

წელს, მთიან აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ეტაპოპრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება. ჯამში, ბოლო წლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები 2000-მდე სექტორში დასაქმებულს ჩაუტარა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.